თეგებით ძიება
23. 02. 2024 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ბანანების კონტეინერიდან 5.7 ტონა კოკაინი ამოიღეს

დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის პორტში რეკორდული რაოდენობის, 5.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. პოლიციამ კოკაინი ბანანის გადამზიდ გემზე იპოვა. როგორც ცნობილია, ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკის ყველაზე დიდი რაოდენობაა. 

პოლიციის ცნობით, 5.7 ტონა კოკაინი სამხრეთ ამერიკიდან მომავალ გემში 8 თებერვალს აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს (NCA) ცნობით, გემი საუთჰემპტონის პორტიდან ჰამბურგში უნდა ჩასულიყო.

"ეს რეკორდული რაოდენობის კოკაინი წარმოადგენს დიდ დარტყმას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის კარტელებზე" - თქვა NCA-ს დირექტორმა კრის ფარიმონდმა. 

აქამდე დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკი - 3.7 ტონა კოკაინი ასევე საუთჰემპტონის პორტში 2022 წელს ამოიღეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა