თეგებით ძიება
23. 02. 2024 მსოფლიო

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის სამიტზე სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა, იქიდან კი დედაქალაქში გაფრენას და ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავდა.

ლავროვის თვითმფრინავს საწვავი სჭირდებოდა, თუმცა ბრაზილიელმა ოპერატორებმა აშშ-ის სანქციების შიშით მას უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დამგზავრება შესთავაზეს. ცნობილია, რომ ლავროვს ბრაზილიიდან სხვა რუსული თვითმფრინავი წაიყვანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა