თეგებით ძიება

“ეს გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღებია” - ნათია თურნავა საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირებაზე

აეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკითხი ე.წ. “საპენსიო სესხებს” შეეხება, რომლებზეც, სებ-ის, პრემიერისა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, საპროცენტო განაკვეთი შემცირდება.

“იქნა მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, კონსულტაციის შედეგად, ჩვენი ჩართულობით რა თქმა უნდა, და ბანკმა გამოხატა მზაობა, რომ 151 ათასზე მეტ სესხზე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი.

ეს არის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის პენსიონერებისთვის სოციალურ ყოფას გააუმჯობესებს, მეორე მხრივ კი - მათ ფინანსურ მდგრადობას, გაზრდის მათ ხელთ არსებულ, განკარგვად შემოსავლებს, რაც საბოლოოდ ბანკისთვისაც კარგია, რადგან მისი ლოიალური მომხმარებელი უფრო მეტად ძლიერდება ფინანსურად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია”, - აცხადებს თურნავა.

22 თებერვლის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 150 ათასზე მეტი პენსიონერისთვის, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხზე პროცენტი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ პროცენტამდე დაიწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა