თეგებით ძიება

ხაბეს შემცვლელი ჭიჭე, ისეთ სისულელეს ჰყვება, თავისი კოლეგებიც არ უსმენენ - ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

ხაბეს შემცვლელი ჭიჭე ვაშაძე ისეთ სისულელეს ჰყვება, თავისი კოლეგებიც არ უსმენენ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას მოუსმინეს.

„ეს ხაბეს შემცვლელი, ეს ჭიჭე... მერე დაიწყო რატომ არ მისმენენო, ოპოზიციას მიმართა. ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ. შემდეგ რატომ იცინითო და შენ დაგცინით. იმიტომ რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ. ბიჭო, შენ იყავი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, როდესაც სწორედ 150%-იანი სესხები გაიცემოდა. ერთი ხმა ამოგიღია? გითქვამს, რომ ეს არ არის სწორი და ეს არის პენსიონერების ძარცვაო?

2011 წლამდე, ვიდრე ჩვენ არ მოვედით ხელისუფლებაში ხომ იყო 180%-იანი სესხები? რატომ არ დაინტერესდი? „ეიჩპი“ ბრიტანული ბანკი იყო და გააგდეთ თქვენი რეჟიმის გამო. შემოიყვანეთ ვინ? პუტინის მეგობრის ბანკი. ამ ხელწერის ადამიანებს მოგიწოდებთ, ჩუმად იყავით, თორემ ბარიერის გადალახვის პრობლემა შეგექმნებათ.

ვიცი, რამდენად მოდურია წინასაარჩევნოდ რადიკალებისთვის პენსიონერების თემა. „ლელო“ გამოქანდა და 1000 ლარიანი პენსიაო, მეორე - „ნაცების“ განაყოფი რომ გახდა, „გახარიებმა“ -„ჩვენ, 1100 ლარიო“. დანარჩენები არ ჩანან, თორემ მოიფიქრებენ რაღაცას. რა მათემატიკით, რა გათვლით აკეთებთ ამას? არსებულ პენსიასაც ვერ გადაიხდი, ესე იგი, აპრიორი ატყუებ. ამით გინდა ხელისუფლებაში მოხვიდე? შენი დამწვარი მუსტანგით? გამორიცხულია“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

ამასთანავე, 22 თებერვალს პრემიერ კობახიძესთან შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ „ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, აქამდეც შეიძლებოდა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა