"მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა "სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ - რას ამბობს ავთანდილ ხურციძე? (ვიდეო)
2017 წლის ზაფხულში აშშ-ში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 33 პირი დააკავეს. მათ შორის იყო კრივში მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკაში მცხოვრები ავთანდილ ხურციძე.
ხურციძემ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მერაბ დვალიშვილმა მისცა.
მისივე მტკიცებით, დვალიშვილის ჩვენება იყო ცრუ, თუმცა სასამართლოზე მთავარ მტკიცებულებად მიიჩნია მოსამართლემ და ხურციძეს აშშ-ის ციხეში 10 წლიან პატიმრობა მიუსაჯა.
"მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მე მაგ ბიჭმა გამიშვა „სროკზე“ და კიდევ სხვა ბიჭებმა, ესენი არ ამბობენ არაფერს. ბოლოს სასამართლო დახურეს, და დახურულ სასამართლოზე გამოიტანეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ავთანდილ ხურციძე.