თეგებით ძიება

ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, საფრთხე ემუქრება საქართველოში დემოკრატიას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საფრთხის ქვეშაა საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

„დღეს თქვენ წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული.

ალექსეი ნავალნის მკვლელობამ, რომელიც პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეადარა, მართლაც შოკში ჩააგდო მსოფლიო. მაგრამ როგორც თავად ნავალნიმ გაგვაფრთხილა, ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როდესაც კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ. თვალის დახუჭვის მაგივრად, უნდა დავუპირისპირდეთ ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს და ჩვენი რეგიონის მშვიდობას.

ხვალ სრულდება ორი წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. სანამ პუტინი აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია ასევე გრძელდება. უფრო მეტიც, პუტინის დეკლარირებული გეგმა შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალური საზღვაო ბაზის აშენების შესახებ, კიდევ ერთი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს გლობალური მოძალადე არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება და ერთიანი ქმედება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა