ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან, ასევე ალექსეი ნავალნის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.
სანქციები დაედოთ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომთან დაკავშირებულ პირებს, რუსულ ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიას, შესყიდვების ქსელებსა და სანქციებისგან თავის არიდებაში მხილებულ პირებს. ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.
"ორი წლის წინ მან[პუტინმა] სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა... პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას", - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ახალი სანქციებით პუტინი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგრესიისა და შიგნით, რეპრესიებისთვის.