თეგებით ძიება

ხანძრის საფრთხის გამო Volkswagen-ი და Audi ასობით ათას მანქანას გაიწვევს

Volkswagen-ი და Audi საწვავის შესაძლო გაჟონვისა და შემდგომ ხანძრის საფრთხის გამო, 261 ათას ავტომობილს გაიწვევს. ამის შესახებ Fox Business-ი წერს.

აღნიშნულ მანქანებს შესაძლოა, საწვავის ტუმბოს დეფექტური ლუქი ჰქონდეთ დამონტაჟებული, ნათქვამია მოხსენებაში. თუ ამ ლუქის მჭიდროობის წესები დარღვეულია, არსებობს საწვავის ორთქლის სისტემაში შესვლისა და ნახშირბადის ფილტრის დაბინძურების რისკი. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, ხანძარი მოხდეს. გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, არსებობს საწვავის ტუმბოსთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.

გაწვევის კამპანია მოიცავს 2015-2020 წლებში წარმოებულ Audi A3-ს, Volkswagen Jetta GLI (2019-2020), Volkswagen Golf Sportwagen GP 2018, Volkswagen Golf Sportwagen A7 (2018-2019). ასევე Volkswagen Golf Sportwagen (2015-2017), Volkswagen Golf GTI (2015-2020) და Volkswagen Golf (2015-2020).

დილერებს მოუწევთ შეამოწმონ ზემოთხსენებული მანქანების საწვავის ტუმბოს ლუქი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ იგი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა