თეგებით ძიება
23. 02. 2024 სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში გასვლაზე დანიასთან 75:69 დამარცხდა .

დანიასთან მატჩი სადებიუტო იყო საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ალეკსანდარ ჯიკიჩისთვის და ლეგიონერ ჯო ტომასონისთვის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ აჩვენა - მისი მონაგარია 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 გადაცემა.

მომდევნო მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გამართავს თბილისში, 26 თებერვალს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა