მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და წყლის არხში გადავარდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.