თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

რასაც პუტინი ახლა აკეთებს, სიძულვილიც კი არაა, ეს რაღაც სატანიზმია - იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 თვის თავზე მისი ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

"ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი ის წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა.

რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს?" - ამბობს იულია ნავალნაია.

ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია. როგორც დედა ლუდმილა ნავალნაია ამბობს, გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას მოითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა