ეს 2 წელი ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და არ მაქვს შესაძლებლობა თქვეთან ერთად ვიდგე - მიხეილ სააკაშვილი
"ეს 2 წელი ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და არ მაქვს შესაძლებლობა გმირ მცველებთან ერთად ვიდგე - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკნადქცეული პალატიდან ომის ორი წლისთავს.
სააკაშვილი უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას უსურვებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ამაში ერთი წუთითაც კი ეპარება ეჭვი.
"ძვირფასო უკრაინა, მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და შესაძლებლობა არ მაქვს, გვერდიგვერდ ვიდგე ჩემს ძვირფას გმირ დამცველებთან ერთად, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მენატრება.
სწრაფ, დამსახურებულ გამარჯვებას ვუსურვებს უკრაინას, რომელშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.