თეგებით ძიება

„წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

გიორგი კეკელიძე ნარკოდამოკიდებულების თემას სოციალურ ქსელში ეხება.

როგორც გიორგი წერს, გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა ნარკოტიკს.

„დღეს ერთ გადაცემაში დამპატიჟეს მოზარდების ნარკოდამოკიდებულებაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ. სასტიკი ბედიის ირონიით, წუხელ მორიგი სრულიად ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ამ საშინელი სენით. მას ვიცნობდი, მაგრამ ცხადად მახსოვს, რადგან ჩემი ცხოვრების ურთულეს მონაკვეთს ეხება ეს ნაცნობობა. ეს სიკვდილი და ცოცხლები ხომ ასობით იტანჯებიან ჩემ თვალწინ. ირიბად, თავისუფლების (ამ სიტყვის უპრიმიტიულესი გაგებით) სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ ,,ნარკოტიკი მოსულა” და რომ ,ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა” – სასწრაფოდ განზეა გასაწევი. ადამიანს რასაც უნდა – არა, რაც ნარკოტიკს უნდა, იმას აკეთებს ადამიანი. ეს კალამბური არა, გამოცდილი და დადასტურებული ამბავია,“ – წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა