თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

"შური ვიძიოთ დასავლეთზე ყველგან, სადაც შესაძლებელია" - დიმიტრი მედვედევი

„რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გამიზნულია არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ბიზნესის, არამედ მთელი რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე „ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - დაწერა სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

„ჩვენ ყველას უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ეს და შური ვიძიოთ მათზე, სადაც ეს შესაძლებელია.

ისინი ჩვენი მტრები არიან. ამიტომ უნდა შევუქმნათ შესაძლო სირთულეები ეკონომიკაში, აღვძრათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება დასავლეთის ხელისუფლებების არაკომპეტენტური პოლიტიკის მიმართ, შევიმუშაოთ და წავახალისოთ საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც შელახავენ დასავლური სამყაროს ინტერესებს. ვაკეთოთ ყოველივე ეს გამუდმებით, სისტემურად და მაქსიმალურად ღიად“, - დაწერა მედვედევმა თავის ტელეგრამ არხზე. 

მედვედევმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზე იმგვარი საქმიანობის წარმოებისკენ, „რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ არის მიღებული“. მან თავისი ნათქვამი შეაჯამა ფრაზით „თუ ომია, ომი იყოს“ და გამოხატა თავდაჯერება, რუსეთის ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა