თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან

წელს პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან.

რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გამოფენაზე 50 ქვეყნის 1 500 -ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარმოდგენილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა