თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

წითელი ზღვა შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს

წითელი ზღვა შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აქვეყნებს. ვაშინგტონის თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღამით ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთებმა სატვირთო გემზე განახორციელეს თავდასხმა. მათი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე სერიოზული ინციდენტი მას შემდეგ, რაც ჰუთებმა სავაჭრო გემებზე თავდასხმა დაიწყეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, Rubymar ბელიზის დროშის ქვეშ მყოფ, დიდი ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ გადამზიდავს ჰუთები მიზანმიმართულად დაესხნენ თავს. გემს 22,000 მეტრული ტონა სასუქი გადაჰქონდა.

„მიუხედავად იმისა, რომ 24-კაციანი ეკიპაჟი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული, სასუქის ტვირთი შეიძლება წითელ ზღვაში ჩავიდეს და გააუარესოს ეკოლოგიური კატასტროფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს, ჰუთების შეტევა საფრთხეს უქმნის წითელი ზღვის უნიკალურ მარჯნის რიფებს, რომლებიც მეცნიერების შეფასებით კლიმატური ცვლილებების მიმართ ჯერჯერობით მდგრადია, მაგრამ მას თავდასხმების ფონზე სხვა საფრთხეები ემუქრება.

„ჰუთები აგრძელებენ განურჩეველი თავდასხმებს, რაც საფრთხეს უქმნის თევზჭერის ინდუსტრიას, სანაპირო თემებს და სურსათის იმპორტს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა