ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში მიმდინარეობს აქცია, მოქალაქეები პუტინის ომს და სამხედრო ინტერვენციის მეორე წლისთავს ქუთაისში აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან.
ისინი უკრაინას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებენ და უკრაინელ ხალხს გამძლეობას უსურვებენ. შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით, სოლიდარობის მარში ეწყობა თბილისში.