უკრაინელები გვაჩვენებენ ნამდვილ სიმამაცეს - მეფე ჩარლზი
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორი წლისთავს გამოეხმაურა და სიმამაცისა და გამბედაობისთვის უკრაინელი ხალხი შეაქო.
"უკრაინელი ხალხის მონდომება და ძალა შთაგვაგონებს. არაპროვოცირებული თავდასხმა მათ მიწაზე მესამე ტრაგიკულ წელს ითვლის.. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ტკივილისა, რომელიც უკრაინელებს მიაყენეს, ისინი გვაჩვენებენ გმირობას..ეს ნამდვილი სიმამაცეა, ენით აუწერელი აგრესიის წინაშე..ჩემი გული ყველა დაზარალებულთანაა, მახსოვს ისინი.. ისინი ჩემს ფიქრებში და ლოცვებში არიან" - წერს მეფე ჩარლზი.
მეფე ჩარლზმა შეაქო ბრიტანელი ხალხი და უკრაინის სხვა მოკავშირეები, რომლებიც მხარს უჭერენ ომში მყოფ ქვეყანას.