ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს კონსულტანტად ტეილორ სვიფტის "სუპერფანის" აყვანა სურს
ლონდონში მდებარე ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ტეილორ სვიფტის შესახებ ოფიციალური საკონსულტაციო ვაკანსიისთვის პოპვარსკვლავის "სუპერფანს" ეძებს.
კონსულტანტმა მუზეუმს სვიფტის ფანების კულტურასა და მათ მიერ შეგროვებულ და გაკეთებული ნივთების შესახებ ცოდნა უნდა გაუზიაროს.
მუზეუმის თქმით, განსაკუთრებით ხელნაკეთი აბრები და მეგობრობის სამაჯურები აინტერესებთ, რომლებსაც სვიფტის ფანები შოუებზე ერთმანეთს უცვლიან ხოლმე.
დაწესებულებას ამ თანამდებობაზე ვინმეს აყვანა მანამდე სურს, სანამ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ევროპულ ქვეყნებში ჩავა.
სვიფტის გარდა, მუზეუმი სხვა საკითხების "სუპერფან კონსულტანტებსაც" ეძებს, მაგალითად Crocs-ის ფეხსაცმელებით, ემოჯიებით და დრეგით გატაცებულ ადამიანებს.
ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს უკვე ჰყავს ოთხი სხვა "ფანი კონსულტანტი", რომლებიც დაწესებულებას პოკემონის ბარათებზე, ლეგოზე, Gorpcore-ის ტანსაცმლის სტილსა და ე.წ. ტობის დოქებზე აძლევენ რჩევებს.
ამ პრაქტიკით მუზეუმს სურს, რომ "სპეციფიკური კულტურული ნიშების" ექსპერტების დახმარებით თავისი "ფართო კურატორული ცოდნა" შეავსოს.
"ეს ახალი საკონსულტაციო როლები დაგვეხმარება, ვიზეიმოთ და აღმოვაჩინოთ მეტი უზარმაზარ და ხშირად გამაკვირვებელ შემოქმედებით მრავალფეროვნებაზე, რომელიც V&A-ში არის წარმოდგენილი, თანაც დაგვეხმარება ვისწავლოთ მეტი ჩვენი დღევანდელი აუდიტორიისთვის რელევანტური დიზაინის ისტორიების შესახებ". - თქვა მუზეუმის დირექტორმა, ტრისტრამ ჰანტმა.