თეგებით ძიება

ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

“ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ბევრ უცნაურობასთან ერთად უცნაური სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, მათ შორის რამდენიმე ამჯერადაც უნდა ვახსენო: არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ, უფრო მეტიც გავაკრიტიკოთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა და მეორე აუცილებლად გამოვაცხადოთ ამა თუ იმ საკითხზე მონოპოლიას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფლობს და მორჩა! დაახლოებით ეს სიტუაცია წარმოიშვა, როდესაც ქალბატონმა მაია ბითაძემ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც არა მარტო ცხოველების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ეხება, არამედ ცოფიანი ძაღლების გამრავლებასაც, ქუჩაში ძაღლის კბენისგან თავის არიდებასაც და რაც მთავარი შინაური ძაღლის მფლობელების კანონით პასუხისმგებლობის გაზრდა-რეგულირებას. სამწუხაროდ, რაღაც მოდური გახდა თითქმის ყველას ჰყავდეს რაღაც შინაური ცხოველი, განსაკუთრებით ძაღლი და ამით თავს იწონებდეს, არც ქუჩის ძაღლების რაოდენობას უჩივის ჩვენი ქალაქი თუ რაიონები. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მეპატრონე შესაბამისად ვერ უვლის თავის "ერთგულ მეგობარს", სასეირნოდ კი იმ შემთხვევაში და იმ მიზნით გამოჰყავს, როცა ხვდება, რომ ქუჩაში უნდა მოასაქმებინოს. ასევ სამწუხაროა, რომ მათი ე.წ. შეჯვარებაც საკმაოდ უხეში ფორმით მიმდინარეობს ან სულაც ქუჩაში ხდება ლეკვების გადაყრა და შემდგომში მათი სპონტანურად და უპატრონოდ გამრავლება. შემოთავაზებული კანონი კი არამარტო შინაური და ქუჩის ძაღლების რეგისტრაციას გვთავაზობს, არამედ ისეთ საკითხების დარეგულირებას, როგორიცაა: უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლები, საკუთრებაში სამზე მეტი ძაღლის ყოლა, ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაციის და ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა, ალიკაპის ან კაბელის გარეშე ტრანსპორტირება და სხვა.

სხვათა შორის, როგორც ქალბატონი მაია ბითაძე ამბობს, სტერილიზაცია-კასტრაციის საკითხი არ ეხება ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს, რაც უდავოდ მისასალმებელია!

ისე ამ კანონპროექტს მართლაც მხარდაჭერა ჭირდება, მიზეზი კი მარტივია, ვისაც ძაღლი და ზოგადად შინაური ცხოველები უყვარს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ, ის ერთ-ერთი ჭკვიანი არსება და ერთგული მეგობარი გახლავთ, და არა გასართობი თოჯინა, ან ქუჩაში შიმშილისთვის თუ გაცოფებისთვის განწირული ცხოველი. არსებული კანონი კი სწორედ მათი მიმართ ნორმალური, ცივილური წესებით მოპყრობის რეგულირებას ეხება.” - წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა