თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

პუტინის ახალი მტერი

მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს.  უნდა ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ რომ ალექსეის სიკვდილმა უაზროდ არ ჩაიაროს -  ეს იულია ნავალნაიაა, ნავალნის მეუღლე რომელიც უკვე იქცა რუსული ოპოზიციის ახალ ლიდერად.  პუტინის ყველაზე საძულველი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მეუღლემ პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. ის მოუწოდებს დასავლეთს არ აღიარონ პუტინის არჩევნები მარტში, რადგან ოპონენტის მკვლელობის შემდეგ მას პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს. ნავალნის ქვრივი ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა უკვე მიიღეს.

"არ დანებდეთ და ბრძოლა არ შეწყვიტოთ" -  ქმრის ამ სიტყვების შესრულება ახლა იულია ნავალნაიამ დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა