თეგებით ძიება

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართველოს გვერდითაა.

"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა," - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა