თეგებით ძიება

ოჯახის წევრები ჩუმად დგებოდნენ ყოფილი საფლავის სიახლოვეს მონიშნულ ხესთან - რას წერს ლაშა ბერულავა?

ჟურნალისტი, „ოდიშინიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში 191 წლის თებერვალში, თბილისის დაცვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ წერს:

სტუდენტი კოტიკო (კონსტანტინე) კვიცარიძე, 1921 წლის თებერვალში, თბილისის დაცვისას დაიღუპა ფრონტზე.

ქუთაისიდან ჩამოსულმა ბიძამ ვეღარ შეძლო მისი გადასვენება და ვერის სასაფლაოზე დაკრძალა.

1930-იან წლებში, ქალაქის საბჭოთა ხელისუფლებამ სასაფლაო გააუქმა და მის ადგილას სერგეი კიროვის სახელობის პარკი მოაწყო.

ყოველი წლის თებერვალს, ოჯახის წევრები ჩამოდიოდნენ ხოლმე თბილისში, ჩუმად დადგებოდნენ ყოფილი საფლავის სიახლოვეს მონიშნულ ხესთან და იმავე დღეს ბრუნდებოდნენ ქუთაისში..

დიდება გმირებს! - წერს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა