თეგებით ძიება
25. 02. 2024 მსოფლიო

„ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება“ - დონალდ ტრამპი

ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის ქრისტიანულ ღირებულებებს დაიცავს.

„ყველა კომუნისტური რეჟიმი მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობდა ეკლესიების განადგურებას, ისევე, როგორც ყველა ფაშისტური რეჟიმი მათ გაკონტროლებას. რადიკალებს იმავეს გაკეთება სურთ შეერთებულ შტატებში, თუმცა ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა