თეგებით ძიება
25. 02. 2024 მსოფლიო

გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს - დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

პრაიმერიზში ტრამპის მეტოქე გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა ჰეილიზე დაახლოებით 20%-ით მეტი ხმა მოიპოვა.

გამარჯვების აღსანიშნავ სიტყვაში ტრამპმა თავისი კონკურენტი არ მოიხსენია. ამის ნაცვლად, ტრამპმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელშიც, სავარაუდოდ, ის და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიღებენ მონაწილეობას. 

„ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.

ტრამპის კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ხმების 40% მიიღო და ეს არ არის ცოტა, ამიტომ ის აპირებს, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა