ომს რა ვუთხარი თორემ ელარჯისა და გებჟალიას კუთხიდან კაცი, თანაც გამსახურდია, გალინა ბლანკაზე უნდა იძახდეს უჰ, უჰ-ს? - კობა ხაბაზი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, სოციალურ ქსელში ქართველი თანამებრძოლის შესახებ წერს წერს:
ირაკლი გამსახურდია , ჩვენი ძმა და თანამებრძოლი.
ეს ესაა მორიგეობის შემდეგ ბლინდაჟში ჩამოვიდა, მოამზადა ეგრეთწოდებული გალინა ბლანკას წვნიანი, დააგემოვნა და ნეტარებისგან სულ უჰ, უჰ,-ს გაიძახის...
ეჰ, ომს რა ვუთხარი თორემ ელარჯისა და გებჟალიას კუთხიდან კაცი, თანაც გამსახურდია, გალინა ბლანკაზე უნდა იძახდეს უჰ, უჰ-ს?
მე მიყვარს - წერს კობა ხაბაზი.