ნათლობის ჯვარი მუდმივად უნდა ვატაროთ თუ არა?
ყველა მართლმადიდებელი ადამიანი ნათლობის შემდეგ ატარებს ჯვარს, რომელიც მას ყოველთვის და ყველგან იცავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ჯვრის გამოსახვას, ასევე ნაკურთხი ჯვრის ტარებას, ძალიან დიდი ძალა აქვს და ის მფლობელს განსაცდელისგან, ბოროტი ძალისგან ყოველთვის იცავს, თუმცა ბევრს აინტერესებს ნათლობის ჯვარი მუდმივად უნდა ვატაროთ თუ არა? კითხვაზე პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე პასუხობს:
“ნათლობის ჯვარი წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმიდესა და ღირებულებას მორწმუნისთვის,გულსაკიდი ჯვარი
რადგან ადამიანს შეახსენებს, თუ რა დიდ საიდუმლოში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნათლობის დროს პიროვნებას მიმართავს მოძღვარი კითხვით: “განაგდებ სატანას?” მოსანათლი (თუ ჩვილია, მაშინ ნათლია) პასუხობს: “განვაგდებ სატანას” და დებს აღთქმას, რომ შეუდგება ქრისტეს. ეს აღთქმა ხშირად გვავიწყდება. ნათლობის ჯვარი კი არის ერთ-ერთი უდიდესი ძალის მატარებელი, რომელმაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ნათლობისას ჩვენი, ან ნათლიის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ განვაგდებთ სატანას და შევუდგებით ქრისტეს. მის ყოველდღიურ ტარებას რაც შეეხება, არ არის აუცილებელი. ნათლობის ჯვარი რომ არ დაეკარგოს ადამიანს, შესაძლებელია გაიკეთოს მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე, მისთვის განსაკუთრებულ დღეს, ან ყოველდღიურად. თავად როგორც სურს.”