"საუკეთესო ადამიანმა დაგვტოვა” - ნათია ფანჯიკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა. მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა.
ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა. ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა. გუშინ დოდოს დაბადების დღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა. ძალიან მიყვარხარ ირმა“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.