თეგებით ძიება

ყოფილ ძალოვნებს პენსია 1000 ლარამდე გაეზრდებათ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად ყოფილ ძალოვნებს პენსია 1000 ლარამდე უნდა გაეზარდოთ.

კანონპროექტს, დღეს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს. კანონპროექტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, კანონპროექტი მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა