კაცმა სიძე სანადირო თოფით მოკლა, რადგან ეგონა, რომ მის შვილს ცუდად ექცეოდა - სად მოხდა შემთხვევა?
საბერძნეთში, კაცმა სიძე სანადირო თოფით მოკლა, რადგან ეგონა, რომ მის შვილს ცუდად ექცეოდა.
მომხდარის შესახებ CNN-ი წერს.
მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციას თავადვე აცნობა დანაშაულის შესახებ და სამართალდამცავ უწყებას განუცხადა, რომ ექიმი სიძე იმის გამო, მოკლა, რომ იგი მის ქალიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა.