თეგებით ძიება

წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება

2024 წლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ავრცელებს.

დადგენილების მიხედვით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 572-ით;

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 295-ით.

სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა