საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სერბეთს უმასპინძლებს
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სერბეთის გუნდს უმასპინძლებს.
„თბილისი არენის“ დარბაზში გასამართი მატჩი განსაკუთრებული იქნება გიორგი ცინცაძისთვის - 38 წლის კალათბურთელი კარიერაში უკანასკნელ, 217-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს. ცინცაძემ საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში ხუთ ევროპის ჩემპიონატსა და ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.