თეგებით ძიება

„მძი­მე დრო - ოკუ­პა­ცია და ომი, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - ხატია ბუნიათაშვილი მძიმე წარსულზე

36 წლის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პი­ა­ნის­ტია. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 3.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ახ­ლა­ხანს ერთ-ერთ გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ­ში ხა­ტი­ას ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც პი­ა­ნის­ტი, დე­დო­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­სა და კა­რი­ე­რა­ზე სა­უბ­რობს. ის ამ­ბობს, რომ პა­რი­ზი კვლავ რჩე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში - და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. პი­ა­ნის­ტის შვი­ლი - შარ­ლო­ტა გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში და­ი­ბა­და.

"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­ლო­ტას სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მე ფე­მი­ნის­ტი ვარ, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რომ მინ­და, ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ფა­სად. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, მე ისევ ვმარ­თავ კონ­ცერ­ტებს.

ეს კონ­ცერ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და. ზო­გი­ერ­თის გა­უქ­მე­ბა მო­მი­წია, არ მინ­და, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს. შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის. მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, ვინც წყვეტს, რა და რო­გორ სურს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ასე­ვე, მა­მა­კა­ცის აზ­რის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტი მხო­ლოდ შარ­ლო­ტაა".

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხა­ტი­ას და - გვან­ცა, რო­მე­ლიც ასე­ვე პი­ა­ნის­ტია, მისი მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს, დედა, სას­ცე­ნო ტან­საც­მელს კე­რავს, თუმ­ცა ხა­ტია ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ არი­ან მის გარ­შე­მო, არი­ან კი­დევ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ენ­დო­ბა:

"გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი - ჩვენ უფრო გახ­სნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სტი­ლის­ტია, ჩემი და უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი: მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მძი­მე დრო - ოკუ­პა­ცია და ომი. დე­და­ჩე­მი არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა. მან მაჩ­ვე­ნა, რო­გორ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი...“

ვრცლად 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა