თეგებით ძიება

რატომ არ უნდა მოუყვეთ სხვებს თქვენი შემოსავლების შესახებ - ეს უნდა იცოდეთ

ყველას არ უთხრათ თქვენი შიშების შესახებ. ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ შიშებზე ყველასთან არ უნდა ისაუბროთ. ამას ორი მიზეზი აქვს:

თუ გამოავლენთ თქვენს სისუსტეებს, შეიძლება ხალხი ჩაეჭიდოს მას, მომავალში ეს "კოზირი" ხელსაყრელ ვითარებაში გამოიყენონ და ენით აუწერლად დაზარალდეთ.

ყველას არ მოუყვეთ თქვენი შემოსავლის შესახებ. ზოგადად ფულის საკითხებთან დაკავშირებით, არავის უნდა ენდოთ საკუთარი თავის გარდა. მეტი შემოსავლის შემთხვევაში შეშურდებათ და მუდმივად მოგთხოვენ სესხს. ფულის სესხება ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორია. ფულზე შეგიძლიათ ისაუბროთ მხოლოდ მათთან, ვისაც უპირობოდ ენდობით, ვისთანაც გაიარეთ "ცეცხლი და წყალი" და ამ ადამიანმა იმედი არ გაგიცრუათ.

ყველას არ მოუყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ. როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, გვსურს ეს სხვა ადამიანს გავუზიაროთ. ეს საკმაოდ ეფექტური ტექნიკაა, რადგან საშუალებას გვაძლევს სწრაფად დავმშვიდდეთ. მაგრამ სანამ ვინმეს გაუზიარებთ იმას, რაც თქვენს გულშია, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეგიძლიათ ენდოთ ამ ადამიანს - ის თქვენს საიდუმლოს სხვასთან არ გასცემს.

ყველას ნუ ეტყვით თქვენი ბედნიერების შესახებ. თქვენ არ უნდა ისაუბროთ თქვენს ბედნიერებაზე, განსაკუთრებით უცნობებს. ადამიანებს აქვთ მიდრეკილება შეშურდეთ იმის, რაც არ აქვთ. ამან შეიძლება ზიანი მოგვაყენოს, თუნდაც ეჭვი არ იყოს, უარყოფითი ენერგია ცხოვრებას აფუჭებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა