თეგებით ძიება
26. 02. 2024 მსოფლიო

ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ისრაელის საელჩოს წინ თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

ამერიკელი სამხედრო, რომელმაც დღეს ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის აარონ ბუშნელია. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებული კაცი ყვირის „გაათავისუფლეთ პალესტინა“.

გამოძიებას ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი და საიდუმლო სამსახური აწარმოებენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის საელჩოს თანამშრომლები კაცს არ იცნობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა