თეგებით ძიება

თსუ-ს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ვებსაიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 

დღეს, 26 თებერვალს, სოციალური და და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საგნები უნდა აერჩიათ, მაგრამ მათ ნაწილს თავდასხმის გამო პრობლემები შეექმნა. 

თსუ-ს პრესსამსახურმა თქვა, რომ კიბერთავდასხმის გამო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის საგნების არჩევა ერთი დღით, 27 თებერვალს, გადაიწევს. იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგნები დღეს უკვე აირჩიეს, ხვალ თავიდან არჩევა მოუწევთ.

პრესსამსახურის თქმით, ფაკულტეტების უმეტესი ნაწილი ჩვეულ ფუნქციონირებას აგრძელებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა