ვისაუბრეთ სააკაშვილის თავისუფლებაზე - თინა ბოკუჩავა ზურაბიშვილთან შეხვედრაზე
"ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ასევე გავუზიარებთ პრეზიდენტს და ამ 9 დათქმის მნიშვნელოვანი ადგილია ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება. რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე. დამატებით დეტალებს, რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვერ გავაჟღერებ, - ამბობს თინა ბოკუჩავა.