თეგებით ძიება

ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი ჭურვიდან 50% კი არა, სამწუხაროდ, მხოლოდ 30% მივიღეთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის მიერ დაპირებული საარტილერიო ჭურვების მხოლოდ 30% მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

"ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი ჭურვიდან 50% კი არა, სამწუხაროდ, მხოლოდ 30% მივიღეთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ასევე განაცხადა კვირას, რომ უკრაინისათვის დაპირებული დასავლური იარაღის ნახევარი დაგვიანებით იყო მიწოდებული.

"ამჟამად, ვალდებულების აღება არ არის მიწოდების სინონიმი, ამ ვალდებულებების 50% დროულად არ იყო მიწოდებული", - აღნიშნა მან


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა