თეგებით ძიება

„ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა" - როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს?

2012 წელს პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში“ 16 წლის ვანო ფი­ფი­ამ თა­ვი­სი ნამ­ღე­რით დარ­ბა­ზი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და. რო­გორ ცხოვ­რობს "პა­ტა­რა ვანო" დღეს და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი? ვანო ფიფი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერ­ში ვცხოვ­რობთ, არ ვმუ­შა­ობ. აქ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა "დახ­მა­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბის ლიგა,“ მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი აქვთ, სა­დაც ვმღე­რი, ძი­რი­თა­დად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ვართ, გზის ფულს გვი­ფი­ნან­სე­ბენ. ჩემი უფ­რო­სი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

- მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გიც­დია?

- აქ არა­ფე­რია, რომ ვი­მუ­შაო. თბი­ლის­ში მინ­და ჩა­მო­ვი­დე. პრო­ფე­სი­ით პროგ­რა­მის­ტი ვარ. არა­ერ­თხელ მქო­ნია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა, ზოგ­მა მი­თხრა, კად­რე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, ზოგ­მაც და­გი­რე­კავ­თო... მაგ­რამ თა­ვი­დან გი­ცი­ლე­ბენ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ვმუ­შა­ობ­დი, სვა­ნეთ­ში, ჰეს­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ჩერ­და და მეც ისე დავ­რჩი.

- მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, რეს­ტო­რან­ში თუ გიც­დია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა?

- არ მიც­დია, მაგ­რამ რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, დავ­თან­ხმდე­ბი, გა­აჩ­ნია სად იქ­ნე­ბა.

- თბი­ლის­ში რო­გორ იცხოვ­რებ, ბი­ნის ქი­რას რო­გორ გა­და­იხ­დი?

- გა­ვი­ჭირ­ვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მო­ვერ­გო ცხოვ­რე­ბას. ჩემი პენ­სი­ით ვირ­ჩენთ თავს, დედა მუ­შა­ობს ხოლ­მე თხი­ლის კრე­ფის დროს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­მიძ­ლია, მას შემ­დეგ, რაც ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ბევ­რი წელი გა­ვი­და და ცოტა მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია. იმა­ზე უკეთ ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი.

გული არა­ფერ­ზე მწყდე­ბა, დღე­საც მცნო­ბენ. ხან­და­ხან ტიკ-ტოკ­ზე შევ­დი­ვარ, ვერ­თო­ბი, ვსა­უბ­რობ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­თუმ­ში მა­ჩუ­ქეს, გავ­ყი­დე. ბოლო ოპე­რა­ცი­ის დროს ფული დამ­ჭირ­და და სხვა გზა არ მქონ­და.

- მახ­სოვს, კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­დით...

- მა­მი­ნაც­ვალ­მა ის ბინა გა­ყი­და, თურ­ქეთ­ში წა­ვი­და და აღარ ჩა­მო­სუ­ლა, იქ ჩარ­ჩა.

ვრცლად


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა