თეგებით ძიება

ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას - თამარ ჩიბურდანიძე

"ერის მიმართ პატივისცემა მხოლოდ ეროვნული დღესასწაულების მოლოცვა და ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობა არ არის. ტრადიციებისადმი დამოკიდებულება ეროვნული იდეოლოგიის ხელშეუხებლობაში გამოიხატება. 30 წელია, ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღირებულებებისადმი სიტყვიერ პატივისცემას ვუსმენთ, მაგრამ საქმით ამის წინააღმდეგ მოქმედებენ. 

ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შესახებ იციან, ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს პატივს სცემენ. 

გარდა ამისა, თურმე, ჩინეთის ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც საქართველოზე საუბარს ჩვენი უდიდესი ისტორიით იწყებენ. ჩინელ ტურისტებს და მათ ქვეყანას ასეთი დაფასებისთვის მადლობას ვუხდით. მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს. როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობების დასაწყისშივე შენს ყველაზე დიდ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, ხანგრძლივი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა გარდაუვალია. ზოგადად, ნებისმიერ სახელმწიფოსთან პარტნიორობისას რაღაცის დათმობა გიწევს რაღაცის ფასად, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს იმ მარადიულ ღირებულებებს, რითიც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულის - ტრადიციული ეროვნული ღირებულებების ხელშეუხებლობით წარიმართება. პირიქით, საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, შენს ღირებულებებსაც უფრთხილდება, ულტრალიბერალიზმით შეპყრობილი ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარსაც ანადგურებს და სხვისაც." - წერს მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, თამარ ჩიბურდანიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა