11 ნაბიჯი, რომლებიც დაგეხმარებათ პოზიტიურად იფიქროთ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოთ
სიყვარულის ძალა
მთელი დღის განმავლობაში იფიქრეთ მათზე, ვინც გიყვართ. გონებაში მათ სიყვარული, დადებითი აზრები, კეთილი სურვილები გაუზიარეთ და განწყობა თავადაც გამოგიკეთდებათ.
მადლიერება
ყოველდღე 3-5 მიზეზი მაინც ჩამოწერეთ, რის გამოც იმ კონკრეტული დღისთვის მადლიერი ხართ. რატომღაც, ჩვენი ტვინი უფრო მეტად ნეგატიურ ამბებზე აკეთებს აქცენტს. თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, ყოველ დღეშია რაღაც ისეთი, რაც გვაბედნიერებს და ძალას გვაძლევს, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, მშვიდად ყოფნა, თუნდაც გემრიელი ყავა, ბედნიერება წვრილმანებშია.
შიშისგან გათავისუფლება
ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ფურცელზე ჩამოწეროთ თქვენი შიშების, კომპლექსების, იმ ყველაფრის შესახებ, რაც გაწუხებთ, შემდეგ კი ეს ფურცელი დაწვათ. ხშირად, მსგავსი პრაქტიკა, ვიზუალური წარმოდგენა ადამიანებს უბიძგებს, რომ რეალურადაც განახორციელონ ის, რაზეც იფიქრეს.
პატიება
ცხოვრება გაცილებით ადვილი გახდება, თუ, პირველ რიგში, საკუთარ თავს აპატიებთ. შეცდომები გვაძლიერებს და ხშირად, სწორედ ეს ხდება მოტივაცია, რომ რაღაცები გარდავქმნათ და უკეთესად გავაკეთოთ. ნუ დაითრგუნებით ვერგაკეთებული, ვერშესრულებული საქმეებისა და პირობების გამო. მიიღეთ გაკვეთილები და განსხვავებული სტრატეგია აირჩიეთ. აპატიეთ სხვებსაც და თავადაც მოიხადეთ ბოდიში. ნეგატიური ემოციების დაგროვება ჩვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს და ბედნიერების შეგრძნებას გვაკარგვინებს.
დიალოგი საკუთარ თავთან
საკუთარ თავთან დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გულწრფელად იმის გამოხატვა, თუ რა გწყინთ, რა გიხარიათ, რა გაბედნიერებთ და გიკარგავთ მოტივაციას, შესაძლოა, აღმოჩნდეს გზა, რომ რეალური ცვლილებები დაიწყოთ და მოვლენებს უფრო გააზრებულად შეხედოთ.
რჩევების მიღება
რა თქმა უნდა, ადამიანებმა საკუთარი სურვილების შესახებ ყველაზე უკეთ თავად იციან, მაგრამ ხანდახან ჯობს, გამოცდილი რჩევები და რეკომენდაციებიც მოვისმინოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ.
დადებითი ფილტრი
ამ პუნქტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შეეცადეთ, ნაკლებად იყოთ იმ გარემოში, რომელიც ძალიან გღლით და გსტრესავთ. არ მოუსმინოთ საშინელ ისტორიებს, ცუდ ამბებს. შეეცადეთ, მალევე გაარიდოთ თავი იმ ადამიანებს, რომლებიც ენერგიას გაცლიან და მოტივაციას გიკარგავენ.
დღიური
შესაძლოა, დღიურის შევსება, გარკვეული ჩანაწერების გაკეთება განსაკუთრებით დაგეხმაროთ და ემოციებისაგან გათავისუფლებაში ხელი შეგიწყოთ. ჩაწერეთ თქვენი განცდების, სამომავლო გეგმების, ახლანდელი მიღწევების შესახებ და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იპოვით.
მედიტაცია
კვლევებითაა დადგენილი, რომ მედიტაცია ადამიანების ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს, ეხმარება მათ ემოციების კონტროლსა და სიმშვიდის მოპოვებაში. როგორც ამბობენ, მედიტაცია სტრესის შესამცირებლად ფასდაუდებელი საშუალებაა.
აფირმაციები
როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, პოზიტიური ფრაზების განმეორება თქვენს ზოგად განწყობაზეც დადებითად აისახება და ასევე, გიბიძგებთ, რომ რეალურად გამოიწვიოთ ის ცვლილებები, რომლებზეც ფიქრობთ.
იპოვეთ ამბებში პოზიტიური მხარე
კიდევ ერთი ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ და ზედმეტი სტრესისაგან გათავისუფლდეთ.