„უფლება რომ მისცე, ქრისტეს სახელით ვინმეს შუბლში ტყვიასაც დაახლის!“ - რას წერს მამა პეტრე კოლხი?
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალადობა იწვევს ძალადობას… მრისხანება ბადებს უფრო დიდ მრისხანებას. უსამართლობა ხელს უწყობს შფოთს და ქაოსს…
ერთმა უპასუხისმგებლო ნაბიჯმა შეიძლება გულნატკენი ადამიანი კი არა, მკვდარიც აალაპარაკოს…
არ არის სწორი, მუდმივად ხელს უწყობდე მოძალადე ადამიანების წახალისებას, მათ დაწინაურებას… გაითვალისწინო მათი ავადმყოფური მიდგომები და აბსურდული შეგონებები…
ისინი თავის მხრივ არ ინდობენ არავის და საკმარისია ხელსაყრელი პერიოდი დაუდგეთ, ყველას მიწასთან ასწორებენ …
მოვა დრო, ნებისმიერი ტიპის ძალადობა აუცილებლად დაისჯება…
ეკლესიას ახალგაზრდები თუ არ ეკარებიან, მხოლოდ დამახინჯებული სწავლებების გამო…
რით დაკავდეს ახალგზარდა, თუ მეორედ მოსვლის შიშით, მისი მოძღვარი არ აძლევს კურთხევას აიღოს პირადობის მოწმობა, ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში…
ასეთი მოსწავლე მერე სხვაზეც იძალადებს და თუ ვინმეს რეალიზებული დაინახა, განეწყობა შურით და აგრესიით, რასაც სარწმუნოების ნიღბით შეფუთავს და დაიწყებს ჭკუის სწავლებას. სინამდვილეში იგივე თავადაც მოუნდება, მაგრამ არ გააჩნია რესურსი, წინააღმდეგობა გაუწიოს მის სოციუმს და ვერაფერს შეცვლის…
ამ პირობებში ჩამოყალიბდება აგრესორად და უფლება რომ მისცე, ქრისტეს სახელით ვინმეს შუბლში ტყვიასაც დაახლის!…“