თეგებით ძიება

თბილისში უჩვეულო სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

თბილისში უჩვეულო სარეკლამო ბანერები გამოჩნდა.

„ნეტავ სად არის კიდევ სხვა, 60 000 კვ.მ. უძიროდ მწვანე ხალასი“ - წერია ბანერებზე და სავარაუდოდ, 6 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეზეა საუბარი.

ჯერჯერობით უცნობია, რას გულისხმობს ქუჩებსა და ავტობუსებზე „ამღერებული“ ბანერები და სად შეიძლება არსებობდეს მსგავსი მასშტაბის გამწვანება... მოქალაქეების ნაწილი  ფიქრობს, რომ აღნიშნული რეკლამა რომელიმე გარემოსდაცვით ორგანიზაციას ეკუთვნის, ნაწილი კი მას ეკოლოგიურ კამპანიას უკავშირებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ცათამბჯენებითა და საავტომობილო საცობებით გადატვირთული ქალაქისთვის 60 000 კვ.მ. ურბანული ოაზისი ნამდვილი შვება იქნებოდა. 

„ალბათ თბილისის ცენტრალ-პარკი? მშვენიერი იდეაა“;

„დღეს, როცა ქალაქში ამდენი ავტომობილი მოძრაობს და ჰაერი საშინლად დაბინძურებულია, გამწვანებული სივრცეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“;

„ისეთი სამსახური მაქვს, რომ ქალაქიდან ხშირად ვერ გავდივარ, ამიტომ ზაფხულობით ბაღებისა და სკვერების ხშირი სტუმარი ვარ. იმედი მაქვს, რომ ეს ბანერი რაღაც ახლის და საინტერესოს მაუწყებელია“;

„ვფიქრობ, რაღაც ეკოლოგიური კამპანიის ნაწილია. მისასალმებელია“; - ამბობენ მოქალაქეები ჩვენთან საუბარში.

ბანერები განთავსებულია რესპუბლიკის მოედანთან, ვერეს დაღმართის დასაწყისში #2-ში; ბელიაშვილის ქუჩაზე; მარცხენა სანაპიროზე და რობაქიძის გამზირზე. ასევე, #306 და #311 ავტობუსებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა