მომღერალ ნათია ზარანდიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მომღერალ ნათია ზარანდიას მამას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, როგორც მომღერალი წერს, მის მამას ესაჭიროება ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 20 000 დოლარია.
„მეგობრებო, შვილისთვის მამას ასაკი მართლა არ ჰქონია.
ექიმები იმედს გვაძლევენ, რომ ოპერაციის შემდგომ, რომელიც 20 000 დოლარი ჯდება, ის კიდევ დიდიხანს იქნება შრომისუნარიანი. ( ეს მხოლოდ ოპერაცია რომ ჩატარდეს, სხვა დანარჩენს ოჯახი აუვალთ).
ის ყოველთვის თავდადებული მამა იყო, ინტელიგენტი, ჩვეულებრივი ხელფასზე მცხოვრები ოჯახი ვიყავით ყოველთვის, არაფერი სხვა კაპიტალი არ გაგვაჩნია, მხოლოდ ერთმანეთისთვის და სხვა ადამიანებისთვის სიკეთე.
ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი, მისია და მოვალეობაა, მოვიმხრო 60 000 ადამიანი, რომელიც არ დაიშურებს 1 ლარს. შეჭირვებულთათვის მარათონში ბევრჯერ გავერთიანებულვარ თავადაც და ერთიანობის ძალის იმედი მაქვს, რომელიც 1 ლარად მამის სიცოცხლეს მაჩუქებს. მამაშვილობის მადლით უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი გასაჭირი.
მადლობა ყველას, ვისაც რა შეგიძლიათ უანგაროდ რომ მეხმარებით, მოვა დრო, საქმით დაგიმტკიცებთ, როგორი უკიდეგანოდ მადლიერი ვარ თქვენი, მარტო რომ არ მტოვებთ ასეთი გამსაცდელის დროს, მადლობა, მადლობა და მადლობა.
#GE64BG0000000538111135 ნათელა ზარანდია
#GE92TB7084145064400006 გიორგი ზარანდია“, – წერს ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში.