თეგებით ძიება

„თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება“ - საგანგაშო სტატისტიკა

„თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა, რადგან ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს,” - ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა“ გუგა ბესელიამ რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობის 15%-ი თამაშდამოკიდებულია. სტატისტიკის წარმოება ამ მიმართულებით ოფიციალურად და დოკუმენტალურად არ ხდება. ეს არის კვლევიდან გამომდინარე გონივრული ეჭვის საფუძველი. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2022 წელს (2023 წლის მონაცემები შემოდგომაზე გახდება ცნობილი) სათამაშო ბიზნესს 52 მლნ-იანი ბრუნვა ჰქონდა, რა თქმა უნდა საგანგაშოა და ესეც ერთ-ერთი ინდიკატორი და მანიშნებელია, რომ გემბლინგში მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული .

ამ საკითხის კიდევ უფრო გამწვავებას ის უწყობს ხელს, რომ ცნობიერების პრობლემა დგას ქვეყანაში. საზოგადოებაში თამაშდამოკიდებული ადამიანი აღიქმება ცუდ ადამიანად და არა დაავადებულად. შესაბამისად, ეს კლიშე რასაც საზოგადოება აწებებს ამ ადამიანს - უფრო დიდხანს ტოვებს მას თამაშდამოკიდებულების პრობლემაში, ვინაიდან არცერთ ადამიანს არ აქვს სურვილი დროულად მოახდინოს რეაგირება და საზოგადოებას ჯანსაღ პიროვნებად დაუბრუნდეს.

ასეთი მიდგომებით კი წლიდან წლამდე კიდევ უფრო მძიმდება სოციალური ფონი და თამაშდამოკიდებულთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. გამოჯანმრთელების მიმღები ადამიანების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი ვინც თამაშდამოკიდებულთა რიცხვს ემატება,“- აღნიშნა ბესელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა