თეგებით ძიება
27. 02. 2024 მსოფლიო

ესპანეთის პრემიერმინისტრი ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიიღო. სანჩესი თოფურიას დაჰპირდა, რომ ის ძალიან მალე ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს.

"მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ ესპანეთის მოქალაქეობაში აისახება". - უთხრა პედრო სანჩესმა თოფურიას.

ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიამ გადაცემაში El Hormiguero განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს. თოფურიას თქმით, ის გეგმავდა, რომ ესპანეთის პრემიერმინისტრისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად დახმარება პირადად ეთხოვა.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა