ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. BBC-ის ცნობით, 53 წლის ამელი აცხადებს, რომ დეპარდიე მას 2021 წელს მკერდზე ხელით შეეხო.
მისივე განცხადებით, ინციდენტი ფილმ „მწვანე დარაბების“ გადასაღებ მოედანზე მოხდა. ქალის ადვოკატის განცხადებით, შესაბამისი საჩივარი ამელიმ პარიზის პროკურატურაში გასულ კვირაში შეიტანა.
75 წლის დეპარდიეს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე ის სექსუალურ შევიწროებაში 13-მა ქალმა დაადანაშაულა, თუმცა დეპარდიემ ყველა ბრალდება უარყო.