თეგებით ძიება

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა და უკან დაბრუნდა. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მისი თქმით, კერძო იპოთეკარს მან 23 თებერვალს გადაუხადა 90 000 დოლარი — თანხა, რომელზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, “სასწაულებრივი გზით” შეძლო და საბოლოოდ, სახლში დაბრუნდა.

მარინა ხატიაშვილი გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს პოლიციას, ასევე საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ორი — გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა —სისხლის სამართლის წესით. ხასაიასა და ჩიქობავას პროკურატურა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ისინი 3 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა