5 მცენარე, რომელიც ბავშვის ოთახში უნდა ხარობდეს
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ოთახში არის ისეთი ყვავილი, რომლისთვისაც ადგილი სხვა ოთახში არ მოიძებნა ან საერთოდ არ არის არანაირი მცენარე და ეს ძალიან ცუდია. ბავშვის ოთახში აუცილებლად უნდა იყოს მცენარე, ხოლო რომელი, ამას ჩვენ გირჩევთ.
1. ქლოროფიტუმი – ბუნებრივი ფილტრი, რომელიც ჰაერს მავნე მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან წმენდს.
2. სპატიფილუმი – ეს ლამაზი მცენარე არა მარტო ასუფთავებს ჰაერს, არამედ ატენიანებს კიდეც გარემოს.
3. კალანჰოე – ძალიან ხასხასა ფერის მცენარე, რომელიც დამღლელი დღის შემდეგ თავალებს ასვენებს.
4. ალოე – ხელს უწყობს თავის
ტვინის მოქმედებას, აძლიერებს იმუნიტეტსა და ზრდის შრომისუნარიანობას. ასევე ხელს უწყობს და აძლიერებს ბავშვისა თუ მოზარდის ფიზიკურ აქტივობას.
5. ლიმონის ხე – მის ფოთლებს ანტივირუსული ზემოქმედება გააჩნია. რეკომენდებულია ფილტვების დაავადებების დროს. ეს თვისებები აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია - ეს ხე ბავშვის ოთახში მისი სრულფასოვანი ძილისა და ჯანმრთელობის ერთგვარი გარანტიაა.