მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს
გამოცემა Meduza-ს ცნობით, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დუბკოვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება ბრალად, თუმცა, ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ნავალნის სიკვდილის შემდეგ დუბკოვი ნავალნის დედას ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ახლდა თან, სადაც შვილის ცხედრის დაბრუნების მცდელობებში ეხმარებოდა.